პოლიტიკა
რა დასკვნები გამოიტანა ევროკომისიამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 9 თვის თავზე? - ანგარიში
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ ევროკომისიამ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება.
დოკუმენტის ავტორები საქართველოს მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავენ:
გააგრძელოს საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობისტვის უვიზო რეჟიმის წესების გასაცნობად.
დაასრულოს მიგრაციის ანალიზის სისტემის დანერგვა.
სრულიად აამოქმედოს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებული შეთანხმება. დაასრულოს პოლიციის რეფორმა, ჩამოაყალიბოს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა და გააძლიეროს სასაზღვრო სამსახურებს შორის თანამშრომლობა.
აამოქმედოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა მათი იმპლემენტაცია ეფექტურად მოხდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. რაც შეეხება არალეგალური მიგრაციის გამოწვევებს, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ დარჩენისა და წევრ სახელმწიფოებში შესვლაზე ნათქვამი უარის მაჩვენებლები სტაბილურ ნიშნულზეა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებულ სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში არიან ჩართული. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ საქართველო რჩება სხვადასხვა უკანონო საქონლის სატრანზიტო ქვეყნად. მათ შორის საუბარია ნარკოტიკებზეც. ანგარიშის ავტორების შეფასებიტ, საქართველო უზრუნველყოფს და გამოხატავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სურვილსა და ნებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის კუთხით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


