პოლიტიკა
რა არის ცვლილების ყველაზე სავარაუდო სცენარი? - სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუ Foreign Policy-სთან
"ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული ინსტრუმენტებითა და რბილი ძალით", - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის აზრით, "ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ძალიან უნდა ანერვიულებდეთ ის, რომ რუსეთი ტესტავს რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის გამოყენებით".
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა უნდა იყოს და "ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან, საქართველოს პარტნიორებიდან".
ჟურნალისტი: რა არის ცვლილების ყველაზე სავარაუდო სცენარი? რადგან იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, მაგრამ მათ არ მოჰყოლია ის შედეგი, რასაც ხალხი ელოდა. შესაძლოა, ქუჩის პროტესტი არ არის სწორი გზა ამ შემთხვევაში?
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენთვის მხოლოდ ორი სცენარია ცნობილი: არჩევნები, დიახ და ქუჩის საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე არ მიხვალ. მეორე ალტერნატივა არის აჯანყების რაიმე სხვა ფორმა, რაც საქართველოს ტრადიციებში არაა.
წინააღმდეგობა უნდა იყოს. და ეს წინააღმდეგობა უკეთ უნდა იყოს მხარდაჭერილი გარედან. თუმცა იგულისხმება არსებითად მორალური მხარდაჭერა, რადგან კიდევ რა შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს დღეს გააკეთონ? ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ უნდა გაიგონ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რომელიც ებრძვის საქართველოს ჰიბრიდული ინსტრუმენტებითა და რბილი ძალით.
ჩემი აზრით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ძალიან უნდა ანერვიულებდეთ ის, რომ რუსეთი ტესტავს რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის გამოყენებით. ახლა მათ აქვთ რბილი ძალის ყველა ინსტრუმენტი. მათ აქვთ სოციალური ქსელები, კიბერშეტევები. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, ნაზავია - ფული, თუნდაც ეს არ იყოს მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი, არამედ ფული იმისთვის, რომ ჰყავდეთ ჯგუფები, რომლებიც მათთვის მოქმედებენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


