პოლიტიკა
ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულმა პაატა ხიზანიშვილმა თანამდებობა დატოვა.
„პრინციპში, დიდი ხანია, ვაპირებდი, რომ გამეგრძელებინა სამსახური ისეთ სამსახურში, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტ საინტერესო საქმეს გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. რა გამოცდილებაც შევიძინე, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ხალხსა და ჩემს ქვემო ქართლელებს, ზოგადად ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, იმიტომ, რომ ყველამ იცით და ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რომელიც არის ქვემო ქართლში და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო, პრიორიტეტული და ქვეყნისთვისაც საინტერესო საქმის კეთება უნდა გავაგრძელო, უფრო სერიოზული ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თქვენ უახლოეს ხანში ამასაც გაიგებთ. განცხადება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით უკვე დავწერე“, - განაცხადა ხიზანაშვილმა.
ვინ შეცვლის ექს-გუბერნატორს, ჯერჯერობით უცნობია.
ხიზანიშვილი ქვემო ქართლის გუბარნატორის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


