პოლიტიკა
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს - გიგი უგულავა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი, ლიდერი გიგი უგულავა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
"ეს პოლიტიკური დევნა, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების ეპოქა საქართველოში 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო. იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და თუ გვინდა ეს პრობლემა გადაწყდეს, ეს უნდა მოხდეს საქართველოში. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება პოლიტიკური დევნილების და პოლიტიკური პატიმრების გარეშე. მოვისმინე ბევრი ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს, ნუ გვიხარია ეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების შანსი დაბალია.
"საპროგნოზოდ ძალიან ძნელია, არ ვიცით რა იქნება, მაგრამ იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა საქართველოში, იმის მიუხედავად მოგვწონს თუ არა მისი საქმიანობა უკრაინაში, ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება. ეს ფაქტი არის მძიმე. პოლიტიკურ აქციებზე არ ვსაუბრობ, ეს მეასეხარისხოვანია. "ევროპული სქართველო" და მე პირადად სოლიდარული ვართ ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის მიმართ. მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს და ამის გამო მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. გასახარი არაფერი არ არის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


