პოლიტიკა
ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინსტიტუტებიც, რომლებიც რუსულ პროპაგანდას შეეწინააღმდეგებიან - ბენჯამინ ჰადადი
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დენიელ ფრიდის თქმით, რთულია რომელიმე მთავრობას უკანრნახო თუ როგორ უნდა ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას, რადგან მისი თქმით, ამგვარი გამოწვევის წინაშე აშშ-ც დგას.
ამის შესახებ ფრიდმა თბილისში განაცხადა, სადაც სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმზე დისკუსიის ძირითადი თემები ის გამოწვევები იქნება, რაც რუსეთიდან მომდინარეობს, კერძოდ, რუსული პროპაგანდა და აგრესია, ასევე, როგორი უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროს პასუხი ამ გამოწვევებზე.
„მე ვერც ერთ მთავრობას ვერ ვუკარნახებ როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ პროპაგანდას. ეს გამოწვევა შეერთებულ შტატებსაც აქვს. ჩვენ კიდევ უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ, ყველამ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ - ამერიკამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, საქართველომ. ჩვენ ყველას გვაქვს რუსეთის პრობლემა. რუსეთი ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს, რომ შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები, საკუთარი მეზობლები. ჩვენ ამ ყველაფერს დემოკრატიული გზით უნდა შევებრძოლოთ, მთავარია, ვიბრძოლოთ,"- განაცხადა დენიელ ფრიდმა.
ჰადსონის უნივერსიტეტის სპეციალისტი ბენჯამინ ჰადადი კი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ინსტიტუტები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას შეეწინააღმდეგებიან.
„საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი, მაკრონი ღიად დაუპირისპირდა „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“. მან აუკრძალა ამ მედიასაშუალებებს თავის საარჩევნო შეხვედრებზე დასწრება. ის დაუპირისპირდა პრეზიდენტ პუტინს იმ პროპაგანდისტული როლისთვის, რომელსაც „რაშა თუდეი" და „სპუტნიკი“ ასრულებენ საფრანგეთის საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ უნდა ილაპარაკოთ, უნდა შეარცხვინოთ ისინი. საჭიროა ინსტიტუტებიც, რომლებიც მათ შეეწინააღმდეგებიან. იმისთვის, რომ მოქალაქეები ამგვარი სახის პროოპაგანდის მსხვერპლნი არ გახდნენ," - განაცხადა ჰადადიმ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


