პოლიტიკა
ქვეყანაში არეულობასთან და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით `ევროპული საქართველოს` დამოკიდებულება არის უარყოფითი - დავით ბაქრაძე
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს განცხადებას ეხმიანება.
როგორც ბაქრაძე ამბობს, ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციაზე "ევროპული საქართველოს" დამოკიდებულება უარყოფითია.
"ზოგადად ქვეყანაში არეულობასთან და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" დამოკიდებულება არის უარყოფითი და საზოგადოებამ კარგად იცის ამის შესახებ. რაც შეეხება პარტიის გეგმებს ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მიხეილ სააკაშვილი. პარტია შეიკრიბება ჩამოყალიბდება გეგმაზე და უახლოეს დღეებში გავაცნობთ საზოგადოებას, რას ვაპირებთ მეორე ტურის შემდეგ'', - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრები ამ წუთებში ოფისში იკრიბებიან. მათი თქმით, საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ დღეს მიაწვდიან ინფორმაციას.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


