პოლიტიკა
ქუთაისში მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
შეჩერდი რუსეთო, არა მცოცავ ოკუპაციას! - ეს მოწოდებები ისმოდა დღეს ქუთაისში, სადაც შეკრებილებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააპროტესტეს.
აქცია მსვლელობით დაიწყო. შეკრებილების თქმით, მთავრობა მეტად უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მეორე პლანზე გადავიდა.
„მოვუწოდებ ახალგაზრდებს, გააპროტესტონ ოკუპაცია. მთავრობას მოვუწოდებთ, საერთაშორისო ასპარეზზე რაც შეიძლება მეტად იაქტიურონ. დღეს მთავარი თემა უკრაინაა კონფლიქტებთან მიმართებაში და საქართველო მეორე პლანზეა", - განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი გვალიამ ქუთაისი პოსტს.
შეგახსენებთ, 4 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის რაიონ სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ძალებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, რის გამოც 10 ჰექტარი მიწა ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


