სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით,
1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ.
ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ - კ.გ.-ს ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები - ე.წ. „ქურდული საერთოს სიები“ და ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


