უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 თებერვალი, 2018 15:15
font-size

,,ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ახალი ქმედებების კრიმინალიზაცია იგეგმება

"ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით ახალი ქმედებების კრიმინალიზაცია იგეგმება.

ცვლილებას "სისხლის სამართლის კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება "ქურდული შეკრების" ორგანიზება ან მასში მონაწილეობა. აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 7-დან 10 წლამდე ჯარიმით ან უამისოდ.

თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება "კანონიერი ქურდის" მიერ, სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 9-დან 15 წლამდე ჯარიმით ან უამისოდ.

სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.
ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

"ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს არ წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან/და „კანონიერი ქურდისთვის“ საკვების, ტანსაცმლის, რელიგიური დანიშნულების საგნის გადაცემა ან პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული/სამსახურებრივი მოვალეობის/საქმიანობის შესრულება.

ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საჯაროდ მხარდაჭერა ამ მუხლით ("ქურული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ მუხლით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

ამ მუხლით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭრა) გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა.

პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“, ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, -დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება "ქურდული სამყაროს" წევრისთვის/ "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი