პოლიტიკა
ქუჩაში პროცესების გადატანა იქნებოდა ორთქლის გამოშვება - გიგა ბოკერია
ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, პარტიის ,,ახირებულ“ წევრებთან და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, არჩევნებში ბრძოლის გაგრძელება და პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, პროცესების ქუჩაში გადატანა კი უკეთეს შემთხვევაში, ორთქლის გამოშვება იქნებოდა.
,,მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ მე ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა შედეგის მიუხედავად და პარლამენტში შესვლა. ამ ისტორიულ მომენტში ეს იყო სწორი გადაწყეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა იქნებოდა, უკეთეს შემთხვევაში, ორთქლის გამოშვება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ და არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიის ,,ახირებულ წევრებში“ მას.
ელენე ხოშტარიას თქმით, ვინც არ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ პარლამენტში შესვლა არასწორია, აზრს მაინც არ შეიცვლიან.
,,საინტერესო ის არ არის, ვის ვისთან უნდა საერთო ჰქონდეს. მან ისაუბრა, რომ მისი უკმაყოფილების თუ გაღიზიანების საფუძველი - ეს არის პარლამენტში შესვლის საკითხი და მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, მოვისმინეთ ყველანაირი არგუმენტი და დემოკრატიულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევდივართ. ვინც არ უნდა გვესაუბროს ახლა ამაზე, გავაგრძელებთ იმას, რაც გადავწვიტეთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


