საზოგადოება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საიუბილეო 1700 წელს, განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს- შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ჩვენ ვერ გვექნება,’- განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
მისი განცხადებით, ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი.
"ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების ნაფეხურები და ჩვენი შვილების მომავალი.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს. ეს იქნება განსაკუთრებული წელი, როდესაც შეგვეძლება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ ვინ ვართ დღეს, რანი ვიყავით გუშინ და რანი ვიქნებით ხვალ. ეს არის მადლიერების წელი ღვთის მიმართ, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და მომავლის გააზრების წელი, თუ როგორ უნდა გავიაროთ ის ახალი ჟამი, რომელიც სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ იბადება.
ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის დღეს მთელი საქართველო ლოცულობს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


