პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ს აპარატის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ელჩთან შეხვედრაზე კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ურთიერთობებს, დიალოგისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს. სახელმწიფო მინისტრმა იოჰანეს დუმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, გადაადგილების თავისუფლების პრობლემასა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
სახელმწიფო მინისტრმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


