პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი მოლდოვას რეპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოლდოვას რეპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ლილიან დარი ხელმძღვანელობდა.
ოფიციალური ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებთ სთავაზობს.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას სთავაზობს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობიდან გამომდინარე სარგებელსა და სიკეთეებს.
მოლდოვას წარმომადგენლებმა ისაუბრეს გამოცდილებაზე, თუ როგორ აისახა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლდოვას რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
დელეგაციის წევრები, ასევე, დაინტერესდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებით. სახელმწიფო მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


