პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. ქეთევან ციხელაშვილი ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში მონაწილეობს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ფორუმი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა. ბერლინში სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე პოლიტიკოსი, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტი და ჟურნალისტია შეკრებილი. ყოველწლიური ფორუმის მთავარი თემები წელს გერმანიის და ევროპის საგარეო პოლიტიკა, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა, რუსეთის შიდამდგომარეობა, არჩევნების შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებია.
ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი ასევე მართავს ორმხრივ შეხვედრებს. სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ჰაინრიხ ბოელის ფონდის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვალტერ კაუფმანს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეუთო-ს სამუშაო შტაბის ხელმძღვანელთან ანტიე ლეენდერცესთან, ფედერალური კანცლერის სამსახურის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და გლობალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იოახიმ ბერტელესთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


