პოლიტიკა
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის წარმომადგნელებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელს გერჰერდ შაუმბერგერს და საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს არად ბენკოს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, გადაადგილების თავისუფლების პრობლემასა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე, მიმოიხილა კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ავსტრიის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის და ეუთოს როლს სამშვიდობო პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
სახელმწიფო მინისტრმა და ავსტრიის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


