პოლიტიკა
ქედს ვიხრი მათ წინაშე ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა - ლევან იზორია
„10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ - დიდება აგვისტოს ომის გმირებს! “, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, ოკუპაციის პირობებში ქვეყნის მომავალს ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალში ხედავს.
მინისტრმა წარმატებები უსურვა სამხედროებს.
„დღევანდელ ცერემონიალს ესწრებიან საერთაშორისო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, შეიარაღებული ძალების ვეტერანები. მე განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით მინდა მივესალმო მათ. ქედს ვიხრი მათ წინაშე ვინც, სამშობლოსთვის თავი გასწირა. დიდი მადლობა მათ ოჯახებს, მათ სახელებს სამშობლო არასდროს დაივიწყებს.
დღეს განსაკუთრებით მივესალმები წვევამდელებსა და რეკრუტებს, რომლებმაც ქვეყნის წინაშე დადეს ფიცი, რომ ემსახურებიან სამშობლოს და გააგრძელებენ წინაპართა მხედრულ ტრადიციებს. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები გისურვოთ ქვეყნის სამხედრო სამსახურში.
საქართველოს თავისუფლებისა და ღირსების დამცველო სამხედროებო, თანამოქალაქენო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


