სამართალი
ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ექიმი
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენით ცენტრში მოათავსეს.
როგორც მედიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„დამწვრობა მიიღო სახლში, აქვს სასუნთქი გზების დაზიანება. ზოგადი მდგომარეობა შეფასებულია მძიმედ. მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად უტარდება ინტენსიური თერაპიული მკურნალობა“,-აღნიშნა ექიმმა.
რაც შეეხება აფეთქების ადგილს, შემთხვევის შედეგად, სახლის კედელი ჩამოინგრა.
სახანძრო სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ მუშაობა დაასრულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე მამაკაცი საბანაოდ აბაზანაში შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


