საზოგადოება
ქართველთა სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია - მარკო რუბიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვუძღვნი ჩემს გულწრფელ მისალმებას საქართველოს მოსახლეობას ეროვნული დღის აღსანიშნავად.
უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე — დემოკრატიაზე, სუვერენიტეტსა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაზე.
ამ დღეს ვზეიმობთ ქართველი ხალხის ძალასა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მტკიცე ურთიერთობას. ქართველთა სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც ურყევად უჭერს მხარს პარტნიორობას, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს მისწრაფებებთან — უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე მომავლისკენ,“ - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


