საზოგადოება
ქართველი სამხედროები RSM-სთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიის ნაცვლად საქართველოში გადიან
ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად საქართველოში ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა, დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ტარდება. აღნიშნული სწავლების საქართველოში ჩატარება ადასტურებს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტარდარტებთან თავსებადობის მაღალ ხარისხს და ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება. დღეს, ვაზიანში 3 სასწავლო ზოლი მოეწყო - პირველმა ქვედანაყოფმა კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია შეასრულა, მეორე ქვედანაყოფი ბაზის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მესამე ქვედანაყოფი დაშავებულების გამოყვანა-გადარჩენას უზრუნველყოფდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობას დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს. შეფასდება წვრთნისა და სწავლების თითოეული ეტაპი, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ქვედანაყოფის მისიის შესრულებისთვის მზადყოფნის დონეს. სწავლება 5 ივნისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.
ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ჩატარებას უზრუნველყოფს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია - სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი (PKOTC) ერთობლივად, ორმხრივ ფორმატში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის (USMC) წარმომადგენლებთან. დღემდე, გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18,000-მა ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ისა და RSM-ის ოპერაციებში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


