პოლიტიკა
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ალექსევკის აეროპორტში დახვდნენ.
თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამშობლოში დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის აეროდრომში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა, ასევე თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირები დახვდნენ, _ აცნობეს მედიანიუსს თავდაცვის სამინისტროდან.
„ჩემო ძმებო, კიდევ ერთხელ დიდი სიყვრულით, ძალიან დიდი ემოციით გხვდებით. გელოდით და ბედნიერი ვარ რომ ყველა უსაფრთხოდ და მშვიდობით დაბრუნდა სახლში. გილოცავთ მშვიდობიანად დაბრუნებას. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ძმები ვართ და მე თქვენს გვერდით ვდგავარ. საქართველოს სახელით, თითოეული ჯარისკაცის სახელით, ყველა ქართველის სახელით დიდი მადლობა იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის და იმ თავდადებისთვის რასაც თქვენ ეწევით თქვენი ქვეყნისთვის. უღრმესი მადლობა და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ - 52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იყვნენ ჩართულნი.
ეროვნული გვარდიის ოცეული "ბაგრამის საავიაციო ბაზის" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. 52-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა კი, „ბაგრამის საავიაციო ბაზის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. რაც შეეხება 42-ე ბატალიონის ალფა ასეულს, ის სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ავღანეთში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის დაცვა იყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


