პოლიტიკა
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს - ტედ პო
ამერიკელი კონგრესმენი, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ტედ პო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევების ესკალაციაზე მიანიშნებს.
„რუსულ დათვი“ არ ტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი ბოროტი ზრახვები და საერთაშორისო სამართლისა და უბრალოდ ადამიანური წესიერების უგულებელყოფა წარმოაჩინოს. მხოლოდ გასული თვის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, არჩილ ტატუნაშვილი გახდა წამების მსხვერპლი და ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ცხედრის მისი ოჯახისთვის გადაცემაზე კი რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე სეპარატისტების ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს“, - განაცხადა ტედ პომ.
მისი თქმით, გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე უარი თქმამდე მხოლოდ ტერორისტები და სიძულვილზე დამყარებული რეჟიმები ეცემიან.
„ვლადიმირ პუტინის ტირანიული რეჟიმი არ კმაყოფილდება საკუთარი მოქალაქეების გატაცებითა და მოკვლით, მას სურს საკუთარი ტირანია ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მიიტანოს და აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი რუსული მტრული დაშინების ბნელი დრო დადგეს. რუსეთის ეს ნაბიჯი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს“, - ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


