პოლიტიკა
„ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება… ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“ – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა, თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს ათეულობით პოლიციელს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.
ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო.
„ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა – სხვა. მათ შორის დიდი ზღვარია“, – წერს პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


