პოლიტიკა
ქართველი ხალხის დაცინვაა, როდესაც საუბრობენ, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში, წინ არიან საქართველოზე - შალვა პაპუაშვილი
დაცინვაა, როცა საუბრობენ, რომ მოლდოვა, უკრაინა რაიმე ობიექტურ ჭრილში წინ არიან საქართველოზე.ისინი წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში, ამაში ვერ ვჯობნით,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ხშირად გვესმის თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე, არჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ვხედავდით ბრიუსელის ჩარევას, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების კამპანიაში. წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ნეპალი უნდა მოეწყოთ საქართველოში და ამის მოწყობას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესპიკერმა. ამის სანაცვლოდ ბოდიში არავის მოუხდია. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, უსამართლობას აღარ ვიტყვი. უბრალოდ, ქართველ ხალხს დაგვცინიან, ასე უნდა შევხედოთ. დაცინვაა, როცა საუბრობენ, რომ მოლდოვა, უკრაინა რაიმე ობიექტურ ჭრილში წინ არიან საქართველოზე.
ისინი წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში, ამაში ვერ ვჯობნით. ეხუტებიან, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. თუმცა, ვჯობივართ ყველა პარამეტრით – ეკონომიკური განვითარებით, ყველა პარამეტრით. მოდლოვა, რომელსაც ეკონომიკური მაჩვენებლების ჩვენზე კარგი პარამეტრები ჰქონდა უკრაინის ომამდე, ომის დაწყებიდან ჩამოვარდა მინუსებზე. მოლდოვის არჩევნებში პირდაპირ ჩაერია ბრიუსელი, რადგან მხარს უჭერდა ერთ კონკრეტულ კანდიდატს. არჩევნების წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა კიშინოვში და დაჰპირდა დაფინანსებას, რაც კითხვებს აჩენს, იყო თუ არა ეს ამომრჩევლების მოსყიდვა და გარე ჩარევა. ასევე, მედიას რაც შეეხება, უკრაინაში ტოტალური კონტროლია მედიის და საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე არის კონტროლირებადი. მოლდოვაშიც მსგავსი მდგომარეობაა, მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, აქვს პრობლემები. კორუფციაზე აღარ ვსაუბრობ. როცა ყველა ევროპელი ბიუროკრატი , რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს. საუბრობენ უსამართლობებს და არ ადარდებთ, რომ თვალში ნაცარს აყრიან ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


