პოლიტიკა
ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია - პაოლო ალი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის განცხადებით, საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირიშია.
ამის შესახებ მან ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე თქვა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
„დღეს ისტორიულ სესიას ვასრულებთ. საქართველომ გააკეთა არჩევანი, ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია. ნატო არ არის მხოლოდ დაცვითი ორგანიზაცია, ეს თანამშრომლობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება; ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. ვთვლით, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსია მიუღებელია“,-განაცხადა ალიმ.
გარდა ამისა, ალიმ აღნიშნა, რომ ასამბლეის წევრები მუშაობდნენ საიმისოდ, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს.
„ბოლო 15 წლის განმავლობაში ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანსა და მის გზას ინტეგრაციისკენ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კოლეგებთან საქართველოს პარლამენტში, რათა შეგვექმნა საფუძველი წევრობისთვის და ასევე ჩვენ ვმუშაობდით მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნების პარლამენტებში, ჩვენს მთავრობებთან, იმისთვის რომ საქართველო გაწევრიანდეს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.
შეგახსენებთ, 26 მაისიდან თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელიც დღეს დასრულდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


