პოლიტიკა
ქართველი ამომრჩეველის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე - პრეზიდენტი
„ქართველი ამომრჩეველის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა მოსახლეობას მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა, ამასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს მიმართა, რომ კვლავ აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი არჩევნების მეორე ტურის დროს.
„მისასალმებელია და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის, რომ ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები იყო. ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური. მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩეველის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტებისა და განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე.
ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი. თქვენ ამას გრძნობთ და არავის არ უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება. ასევე მინდა გავიმეორო ის, რაზეც აქამდეც ვაკეთებდი ხაზგასმას და ეს არის თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ - მეორე ტური ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უაღრესად მნიშვნელოვანია იმავე მოცულობით, იმავე სკურპულოზურობით, იმავე ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


