პოლიტიკა
ქართველებსა და სომხებს არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა - არმენ სარგსიანი
ქართველები და სომხები ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა საქართველოს დემოკრატიული 100 წლის იუბილის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც სომხეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველების გვერდით დგომა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე მისთვის ძალიან სასიხარულოა.
„ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოს მოქალაქეებო ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენს შორის ვიყო დღეს ამ შესანიშნავ დღეს ამ შესანიშნავი დღესასწაულის დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმოთ ორი ერი ქართველები და სომხები ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი ქართველები და სომხები, არა მარტო 100 მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული , არამედ ათასობით წლოვანი ისტორია გვაქვს. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა
სომხეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას და მთავრობას სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მრავალი წლის მანძილზე თბილისი, “ტიფლისი“ იყო სამხრეთ კავკასიის კულტურული ცენტრი. ეს იყო ქალაქი, სადაც ქართველები, სომხები და მრავალი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა ერთად, ჰარმონიულად და იზიარებდა ყველაფერს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურას, საკვებს და რასაკვირველია, ქართველები და სომხები იზიარებენ საერთო რელიგიას. ჩვენ ორივენი ვდგავართ ქრისტიანობის საწყისებთან. ჩვენ ასეთი ქვეყნები ვართ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი მეუღლის, ჩემი ბებიებისა და ბაბუების. ასეთ ქალაქში ჩამოვედი მე. თბილისს აქვს ძალიან ბევრი საერთო მრავალ კულტურასთან. ეს არის შესანიშნავი ქალაქი, ქართველ მცხოვრებლებს შორის მრავალი საუბრობს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის სომხები-სომხურად. დღევანდელი რეალობა გვავალდებულებს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ და გავამრავლოთ ჩვენი ღირებულებები და მიღწევები, შევქმნათ ის ახალი, რაც ღირსი იქნება მოხსენიების და რატომაც არა, ასევე მიბაძვის. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ”, – განაცხადა სარგსიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


