პოლიტიკა
ქართველების წარმატება ძალიან მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ - გიორგი მარგველაშვილი
სირთულე არის იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში ჩადიან კრიმინალს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, აქტიური კამპანია ჩატარდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევის შემთხვევაში რა სირთულეები წარმოიქმნება.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოლიციის ატაშეები ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველა ქვეყანაში. კრიმინალის აღკვეთაც ამ აქტიური თანამშრომლობის შედეგია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თემაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირად, რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს, როცა „ევროპის ქალაქებში მედია ქართველების მიმართ არის განსაკუთრებით მობილიზებული“.
„როდესაც საზოგადოებრივი „პროჟექტორი“ ასე მიჩენილია ქართველების მიმართ, მერე უკვე ამის პედალირება ხდება. ასე, რომ აქ ბევრი დეტალია. თუმცა, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ როგორია რეგულაციები. მეორე, კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს და ქართული სახელმწიფო ყველა მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი სახელმწიფოა, რომელიც ევროპას ეთანამშრომლება და ქართული სამართალდამცავი სისტემა პასუხობს მათ მოთხოვნებს. მესამე - ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისა, ძალიან მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. თუ ისინი ახერხებენ, ამა თუ იმ ფორმით, ყველაზე წამყვანი ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, მე არ გამიკვირდება, რომ ისინი მოახერხებენ რამდენიმე „კრიმინალური ქეისი“ ისე შეკრან, რომ წარმოჩინდეს თითქოს ქართველები ევროპაში მართლაც განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნიდნენ. ვხედავ, რომ ქართული სახელმწიფო ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად მობილიზებული და გახსნილია ევროპის დედაქალაქებთან დიალოგისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


