პოლიტიკა
ქართველები კვლავ სიამოვნებით იხსენებენ საბჭოთა დროს - მიხეილ ჯანელიძე
ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაზე მოხსნებით გამოსვლისას.
,,ვიზის ლიბერალიზაცია ჩვენს ურთიერთობებში არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს დამატებით მიგრაციულ პროცესებს, არამედ ეს ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერებას.
ქართველები კვლავ სიამოვნებით იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშავოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნის დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს ეს შეფერხება არ მოხდა საქართველოს გამო. დღეს ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გადაწყვეტილება ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დამოკიდებულია პროგრესზე შეჩერების მექანიზმების შემოღების პროცესში. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენ სრულად აღვიქვამთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო.
ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსპექტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის მტკიცე და ერთგული პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას’’, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


