პოლიტიკა
ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისთვის - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმს ეხმაურება და ქართველ ერს ამ დღეს ულოცავს.
,,1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში - ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი.
ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისთვის - 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ამ იდეას ხორცი შეესხა და დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე - ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


