პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ შავ სიაში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერის იდეა მოგვპარა - გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდნეტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ბანკების შავ სიაში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერის იდეა გაერთიანებული ოპოზიციას ეკუთვნოდა და „ქართულმა ოცნებამ“ მათ იდეა მოპარა.
ვაშაძემ ამის დასტურად სამი დღის წინ განხილული 2019 წლის ბიუჯეტი მოიყვანა, სადაც ჭარბვალიანობის დასაძლევად დაგეგმილი პროგრამა გაწერილი არ ყოფილა.
„ეს არის ჩვენი იდეა. მეორეა, რატომ წაიღო ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“?- ამაზე არც ფიქრობდნენ საერთოდ, მაგრამ ისეთ დღეში არიან საარჩევნოდ,რომ ყველაფერზე თანახმა არიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემა „კვირის აქცენტებში“.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის გეგმა არ გულისხმობს შავ სიაში მყოფი პირისთვის ვალების სრულად ჩამოწერას. მისი თქმით, საუბარია დავალიანების მქონე პირის შავი სიიდან ამოღებაზე და ვალების გადახდასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაზე, რაშიც სახელმწიფო ვალდებულებით შევა.
„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც გვაქვს გათვალისწინებული, ეს არის პროცენტების შემდგომი კლება და ძალიან დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომ ძალიან მაღალია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


