პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ სათავე დაუდო პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ - სერგო რატიანი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა მმართველი გუნდი პოლიტიკური ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა და ცუდი დასასრული უწინასწარმეტყველა.
ამის დასადასტურებლად რატიანმა მაგალითად მოიყვანა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ თანამონაწილეა, არამედ სათავე დაუდო პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თქვენ აზიანებთ ქვეყნის იმიჯს და აბრუნებთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა ჭაობში. ეს არის ძალიან მძიმე. თქვენ მოახერხეთ და ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ორჯერ გამხილათ და მიგითითათ, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ერთხელ, როდესაც მოხდა „რუსთავი 2“-ის მიმართ და ასევე, ვანო მერაბიშვილის მიმართ. ქვეყანა, რომელიც აწარმოებს პოლიტიკურ დევნას, ქვეყანა, სადაც არიან პოლიტპატიმრები, ის ხელისუფლებები ამთავრებენ ცუდად“, - გამოეხმაურა რატიანი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


