პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა მოეწყო მორიგი ტერორის დღე - სალომე სამადაშვილი
ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა, მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც დღეს შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ თუ არ შეწყდება საქართველოში დემოკრატიული სივრცის გაუქმების მცდელობა რუსული რეჟიმის მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების არანაირი შანსი არ გვაქვს.
ამის საპასუხოდ, ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა, მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც დღეს შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში.
ეს არის რუსეთის დავალება. რუსეთის დავალებაა გაკეთდეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ელოდება დასავლეთი. რუსეთის ინტერესში არ არის დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა, პირიქით მათი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სრული იზოლაცია. სწორედ ამ დავალებას ასრულებს ივანიშვილის რეჟიმი. ყოველ ჯერზე, როდესაც იღებს გაფრთხილებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს რომ უზრუნველყოს საქართველოს სრული იზოლაცია დასავლეთისგან. ეს არის მოღალატე, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელიც რუსულ დავალებას ასრულებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


