პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა - ჯო უილსონი
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე - "რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე" - განაცხადა.
მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც თითოეული დიქტატურა იყენებს, სულ უფრო მსგავსი და დახვეწილი ხდება და მას „შემაშფოთებლად ხელს უწყობს ტექნოლოგიები და ინოვაციები“.
„ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „2024 წელს გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა, სწორედ ჩინეთი აწვდის მათ სათვალთვალო ტექნოლოგიების, პროპაგანდის არხების და ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად“.
უილსონმა ხაზი გაუსვა აშშ-სთვის შუა დერეფნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინფრასტრუქტურა ჩინეთს გადასცა.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა უილსონმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


