პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი წარმართა საზოგადოების მასხრად აგდების, დაცინვის ფონზე - ოთარ კახიძე
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქცია მთავარი პროკურორის განხილვის პროცესში არ ჩაირთვება. დეპუტატის თქმით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი არადემოკრატიულად წარიმართა, რადგან უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციისა და მესამე სექტორის მოთხოვნები.
„ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი წარმართა საზოგადოების მასხრად აგდების, დაცინვის ფონზე. მათ თანამდებობაზე დატოვეს თეა წულუკიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს, წესით, ყველა წინა მთავარი პროკურორის შერჩევისთვის, მაგრამ მაინც ასე მოიქცნენ და მთელმა სამოქალაქო პროცესმა უნდობლობა გამოუცხადა ამ პროცესს. ჩვენ მოვითხოვეთ საპროკურორო სხდომის გახსნა, რომელიც არ დააკმაყოფილეს. ჩვენ ვითხოვდით, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი მაინც დაეცვათ. ისიც კი არ გააკეთეს. ბოლო ფაზა ეს იყო დარჩენილი მთავარი პროკურორობის კანდიდატის გასაუბრება, პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოვითხოვეთ, ბიუროზეც დავაყენეთ საკითხი, რომ ხუთშაბათს დანიშნულიყო, გამართულიყო ეს სხდომა, რათა მომზადებულიყო შესაბამისი კითხვები, საზოგადოებას ეხილა პროკურორის პასუხები იმ კითხვაზე, რომელიც არსებობს. ესეც კი არ დააკმაყოფილეს. პრაქტიკულად ფორსირებულ რეჟიმში მიჰყავთ ეს პროცესი. გუშინ უნდა გამართულიყო შეხვედრები, დღეს უკვე კომიტეტი, ამავე დროს დღესვე უნდათ კენჭისყრა. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდება“, – განაცხადა კახიძემ.
მისი თქმით, ეს გააღრმავებს საზოგადოების უნდობლობას პროკურატურის მიმართ.
„ეს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ უნდობლობას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში პროკურატურის და ზოგადად სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ჩვენ თანამდებობაზე გვყავს პროკურორი, რომელიც არის ისევ ივანიშვილის გუნდის წევრი, სერიოზული პრობლემა აქვს ლეგიტიმაციის და არ აქვს მანდატი, რომ ის რეფორმები გაატაროს პროკურატურაში, რომელიც ასე საჭიროა“, -აღნიშნა კახიძემ.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე იმსჯელეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


