პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ` მრავალი წელი დაკარგა უმოქმედობით, ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ტატუნაშვილსა და საქართველოს არაერთ მოქალაქეს - სალომე სამადაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომ პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს, დაგვიანებულია.
დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დრო დაკარგა, რასაც ტატუნაშვილი შეეწირა.
„სამწუხაროდ, რეზოლუციის მოთხოვნა საკმაოდ დაგვიანებულია. წლების წინ უნდა დაწყებულიყო ზეწოლის გაძლიერება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ ტერიტორიებზე მისიის დაშვება მომხდარიყო. ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ" მრავალი წელი დაკარგა უმოქმედობით, რის შედეგადაც ჩვენი ოკუპაციის თემატიკა ფაქტობრივად, გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ტატუნაშვილსა და საქართველოს არაერთ მოქალაქეს", - განაცხადა სამადაშვილმა.
უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი რეზოლუციით მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


