პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა და დღეს ჩვენ მას ვეუბნებით,რომ უკან წაიღოს ეს ტყუილი- ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით,“ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მოატყუა, როდესაც აანონსებდა რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავდა.
ამის შესახებ ინაშვილმა ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტის შენობაში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.
„ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ საკითხის განხილვა მოხდეს პარლამენტში. „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა ჩვენ. მან არ გააუქმა მაჟორიტარული სისტემა და დღეს ჩვენ მას ვეუბნებით, უკან წაიღოს ეს ტყუილი და დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა შორის დააყენოს ეს საკითხი და ვუყაროთ კენჭი. საზოგადოებამ დაინახოს უბრალოდ, ვინ უჭერს მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ვინ არა“,-განაცხადა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


