უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2026 16:14
font-size

„ქართულმა ოცნებამ” მმართველობის მე-14 წელს „ნაციონალური მოძრაობის” ციხეების უფროსის ხელით აღმართა მახვილი ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობაზე - ტატა ხვედელიანი

გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება იმის თქმა, რომ საბოლოოდ ძირს უთხრით, აუქმებთ და ანგრევთ იმას, რისი შენებაც დაიწყო ივანე ჯავახიშვილმა წინა საუკუნის დასაწყისში - მოახერხეთ და მოიფიქრეთ ყველაზე არაეროვნული გადაწყვეტა განათლების სისტემისთვის,- ასე მიმართა „გახარია დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

მისი თქმით, კანონპროექტზე მხარდაჭერა, რომლითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და წარუშლელი ლაქა იქნება“ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცხოვრებაში.

„განათლება ქვეყნის განვითარების ხერხემალია და მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველი. გზაზე, რომელმაც ქვეყანა განვითარებისკენ უნდა წაიყვანოს, მეწყრული ლოდებივით აღმოჩნდით თქვენ - „ოცნების” წევრები. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება იმის თქმა, რომ ახლა საბოლოოდ ძირს უთხრით, აუქმებთ და ანგრევთ იმას, რისი შენებაც დაიწყო ივანე ჯავახიშვილმა წინა საუკუნის დასაწყისში.

თქვენ მოახერხეთ და მოიფიქრეთ ყველაზე არაეროვნული გადაწყვეტა განათლების სისტემისთვის. უფრო მეტიც, დაუჯერებელი შემოქმედებითობა და ერთგვარი ნიჭი აჩვენეთ ყველაზე არალოგიკური, მავნე და სულელური ინიციატივების მოფიქრებაში და თან არ გრცხვენიათ ხმამაღლა ამტკიცოთ, თითქოს ცვლილებებს განათლების ხარისხის გაზრდისთვის აკეთებთ.

ეს ნაჩქარევი, გაუანალიზებელი, არასწორი და არაკომპეტენტურად შეთითხნილი კანონპროექტები, რომლებიც წელგამართულებმა, თავაწეულებმა დაჯღაბნეთ და არ მოგერიდათ ასეთი სამარცხვინო ინიციატივების შემოტანა პარლამენტში, ადასტურებს რამხელა პრობლემაა, როცა მოსახლეობის ცხოვრებაზე გადაწყვეტილების ბერკეტები განათლების მტერი, იმდენად უგუნური ადამიანების ხელშია, რომლის გარდა მსგავს კანონებს ვერავინ მოიფიქრებდა და მიემხრობოდა.

საქართველოში განათლების სისტემას და განათლების ხარისხს ნამდვილად აქვს არსებითად ძალიან მძიმე გამოწვევები, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. ოღონდ თქვენ ამ მძიმე გამოწვევების მოგვარების ნაცვლად განათლების სისტემის ნაჯახით დაჩეხვა გადაწყვიტეთ.

თქვენს ე.წ. რეფორმას აქვს სამი მიზანი:

კორუფცია და დღემდე, სახელმწიფო უნივერსიტეტების მფლობელობაში მყოფი ქონების, მათ შორის, მიწების და შენობების მიტაცება. თუ ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა დაგცალდათ - აუცილებლად ვნახავთ ამ ტერიტორიაზე „ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გარემოცვასთან, უშუალოდ აქ მყოფების ოჯახის წევრებთან თუ რომელიმე არაბულ კომპანიასთან დაკავშირებულ დეველოპერულ პროექტებს.

რეფორმის და ხელშეწყობის ნაცვლად - საუკუნოვანი სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბოლომდე მოსპობა და მისი ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის 4-5 წლის ასაკის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით.

აკადემიური თავისუფლების ფორმალურ დონეზეც გაუქმება და პირველი ქართული უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი საუკუნოვანი ტრადიციის მოშლა. ამ უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება ყოველთვის, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც კი, უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ფლაგმანი სააზროვნო კერის და ეროვნული მიზნების დასაცავად სამოქალაქო წინააღმდეგობის ცენტრის ფუნქციის შენარჩუნებას.

„ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროინდელმა ციხეების უფროსმა, თქვენმა მინისტრმა, ბატონმა მიქანაძემ, თავისი განცხადებით გააუქმა ორი უდიდესი ისტორიის მატარებელი უნივერსიტეტი.

ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ პროგრამებზე, ხარისხის კომპონენტებზე, მენეჯმენტზე, მაგრამ ვერავინ იკამათებს ამ ორი უმაღლესი სასწავლებლის ისტორიულ მნიშვნელობაზე ჩვენი იდენტობისთვის, ჩვენი სახელმწიფოს ისტორიისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ათასობით პროფესიონალის აღზრდის საკითხში.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აღზარდა ადამიანები, რომელთა ხელით აშენდა და განვითარდა ეს ქვეყანა - ინჟინრები, მშენებლები, ენერგეტიკოსები, გეოლოგები, არქიტექტორები, ტექნოლოგები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი გვაჩუქა მეცნიერები, იურისტები, მასწავლებლები, მკვლევრები, სახელმწიფო მოღვაწეები და კერძო სექტორის ლიდერები.

რაც მთავარია, ეს ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ხალხის საკუთრება, სადაც სასწავლებლად მოხვედრა და საკუთარი ნიჭის განვითარება მაღალი აკადემიური თავისუფლების გარემოში მოხვედრით დაუბრკოლებლად შეეძლოთ ყველაზე ღარიბი სოციალური ფენიდან გამოსულ ახალგაზრდებსაც. ამ კანონპროექტებისთვის მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და წარუშლელი ლაქა თქვენ ცხოვრებაში.

„ქართულმა ოცნებამ” მმართველობის მე-14 წელს „ნაციონალური მოძრაობის” ციხეების უფროსის ხელით აღმართა მახვილი ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობაზე“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი