პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ 6 წელიწადში 12 მილიარდი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე „ნაცმოძრაობამ“ 9 წელიწადში - სალომე სამადაშვილი
„სად მიდის ეს ფული, რომელსაც ხარჯავთ? ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც წარმოსახვით რეალობაში არსებობს? რადგან რეალურად ვერ ვხედავთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა პარლამენტის სხდომაზე.
დეპუტატის განცხადებით, 6 წელიწადში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 12 მილიარდი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე „ნაცმოძრაობამ“ 9 წელიწადში.
სამადაშვილი დაინტერესდა, რაში დაიხარჯა 62 მილიარდამდე ლარი ამ 6 წელიწადში.
„თუ მკითხავთ, რაში დახარჯა ის ფული „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლის მანძილზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, თქვენზე 12 მილიარდით ნაკლები, შემიძლია, ძალიან მარტივად გიპასუხოთ, რომ ფერფლიდან შეიქმნა ქართული სახელმწიფო, შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, გზები, აეროპორტები, განახლებული პოლიცია, ქართული ჯარი. იყო ეს საკმარისი? არ იყო საკმარისი, მეტი იყო გასაკეთებელი, მაგრამ ექვს წელიწადში ამდენი ფული, თქვენი დაბეჭდილი ფული არა, ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული რომ დახარჯეთ, მაინტერესებს, რა სიკეთე შექმენით ქართველი ხალხისთვის?
როდესაც გვეუბნებით სოციალურ დახმარებაში დახარჯულ ფონდებზე, მაინტერესებს, რატომ იზრდება მაშინ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი? სამუშაო ადგილების შექმნაში თუ იხარჯება ბიუჯეტი, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში უმუშევრობა? უფრო ჯანმრთელ საზოგადოებაში თუ ვცხოვრობთ, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები და არ არის ეს მართალი, რომ ასე ხდება ყველგან, ეს ხდება ჩვენ სიკვდილით სავსე ქალაქში, რომელიც სიცოცხლით სავსე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოში გარემოს დაბინძურების დონე ერთ-ერთი ყველაზე უარესია.
მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


