უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 მაისი, 2017 13:30
font-size

ქართულმა მხარემ დაასრულა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ძალაში შესვლის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები - კახა კალაძე

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვადრაში და საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები.

„ჩვენ აღვადგენთ ფერფლიდან ყველაფერს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს, ვინაიდან მხოლოდ განახლება, მხოლოდ თანამედროვე მსოფლმხედველობა, ჯანსაღი პატრიოტიზმი და ტოლერანტობა დაგვაბრუნებს ჩვენს ჩვეულ გარემოში.

როგორც ენერგეტიკის მინისტრს, მსურს აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ძალაში შესვლის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ძირითად პლატფორმას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ევროკავშირსა და მის ენერგეტიკულ ბაზარს.

ენერგეტიკის სექტორის მაგალითი თვალსაჩინოს ხდის იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც საქართველო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, მიიღო ვიზალიბერალიზაცია და გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა.

ჩვენ, ხელისუფლების ყველა შტომ, საზოგადოების ყველა წევრმა, ყველამ თავის ადგილზე და თავისი კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებში ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ საქართველო გახდეს არა მარტო წევრი ევროპის დიდი ოჯახის, არამედ შეისისხლხორცოს, გაითავისოს და ქვეყნის პროგრესს მოახმაროს ყველა ის სიკეთე, რასაც ეს ოჯახი გვაძლევს.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, 2017 წელს უკვე მეხუთედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ, ასევე, აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობს: ფართო საზოგადოება, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის დღეები გახლავთ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხზე მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი