სამართალი
ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული - შალვა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირის ქვეყნებში.
შალვა ხუციშვილმა აღნიშნულ საკითხზე "საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში ისაუბრა, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებს წარუდგინა.
,,ყველაზე მაღალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც შეიძლება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ეს დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა ევროპის პოლიციის სამსახურთან თანამშრომლობა გავაღრმავოთ. კონკრეტულად, ევროპული ქვეყნების პოლიციებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტი გვაქვს, რადგან ევროპასთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ამერიკას, ნორვეგიას, შვეიცარიას. ანუ, მათ, ვისაც მაღალი საპოლიციებო სტანდარტები აქვთ. ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირში. როცა ერთ ქვეყანაში უკანონო შემოსავლების მიღება ხდება, მეორე ქვეყანაში ამის გათეთრება, ევროპოლთან შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს სურათი სრულად დავინახოთ და ლოკალურად კონკრეტულ ქვეყნებთან არ ვიმუშაოთ, რომლებთანაც ისედაც ვთანამშრომლობთ," - განაცხადა ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილის მტკიცებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაული, როგორც ეს ევროპული სტანდარტებითაა შეფასებული, მინიმალურ დონეზეა.
რაც შეეხება ე.წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის ამოქმედებას, ხუციშვილის ცნობით, ძალოვანი უწყება მთავრობას შესაბამისი ინიციატივით მიმდინარე თვეში მიმართავს, რომ პროექტის განხილვა და ინიცირება მოხდეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


