პოლიტიკა
ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება, რომლის განმავლობაში მიწების ყოველგვარი გასხვისება შეჩერდება.
„დღეს, გადაწყვეტილება მივიღეთ და ახლა სპეციალური პროცედურით, ამ პროექტის უკან გამოწვევის თაობაზე შესაბამისი წერილი მზადდება და დღეს ახალ ცვლილებას დავარეგისტრირებთ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ და მისი წინაპირობა იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, ანუ, ძალაში შესვლამდე, მორატორიუმი იქნება გამოცხადებული და ამ დროში მიწების ყოველგვარი გასხვისება შეჩერდება. ასევე მოკლე ვადაში ორგანულ კანონში ცვლილება შემუშავდება იმ საბოლოო ფორმულირებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტიუციური ჩანაწერის“, - უთხრა ჟურნალისტებს ბესელიამ.
შეგახსენებთ, დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო პროექტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე იქნება გასხვისებული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


