პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წიაღიდან წამოსულ არცერთ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილთან ხედვაში ასეთი აცდენა არ უნდა ჰქონდეს - რომან კაკულია
პარლამენტის დარგობროვი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ასეთი ურთიერთგანსხვავებული ხედვა ექნებოდათ.
„ყველა ხედავს, როგორ წნეხად აწევს საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამის თქმა არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კვირიკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქცენტი დაისვა, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. ჩემი აზრით, ის გულისხმობდა, რომ როცა მთავრობის მეთაური ხარ და ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, ვალდებულება გეკისრება. რამდენად იყო სუბიექტური ფაქტორები და რამდენად იყო პროცესები უმართავი იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოება მაინც აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვერასოდეს აიცილებს თავიდან უარყოფით ტენდენციებზე პასუხისმგებლობას. ეს იყო ძალიან გასათვალისწინებელი მესიჯი სამომავლოდაც.
ჩემთვის ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ეს ვისი ბრალია, არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა, ეს თავის თავზე იმან მიიღოს. თუ ამ ხანგრძლივობით გრძელდებოდა აცდენა პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ეს ჩემთვის მიუღებელი ფაქტორია და არცერთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან არის წამოსული, ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა კაკულიამ.
პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო და უნდა წასულიყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


