პოლიტიკა
,,ქართული ოცნების’’ ცენტრალურ ოფისში პრემიერი პარტიის წარმომადგენლებს ხვდება
,,ქართული ოცნების’’ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეკრებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.
როგორც სამუშაო შეხვედრის მონაწილემ, ,,ქართული ოცნების’’ პოლიტსაბჭოს წვერმა, დავით კოღუაშვილმა განაცხადა, პარტიის ლიდერები პრემიერთან ერთად განიხილავენ საბიუჯეტო საკითხებს და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა საპარლამენტო თანამდებობთან დააკავშირებით. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სპორტის კომიტეტებს.
,,მიმდინარეობს ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომელსაც მერე პარლამენტი განიხილავს, თავისთავად ცხადია. იქნება, მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების შეჯერება საბჭოს წევრებთან და მთლიანად პოლიტიკურ გუნდთან. ასევე, იქნება კომიტეტის თავმჯდომარეების თემის განხილვა. ძირითადად, შიდაპოლიტიკური საკითხების შეჯამება და შეჯერება ხდება. დღეს არის არამარტო პოლიტსაბჭოს ფორმატი, არამედ უფრო გაფართოვებული ფორმატი, რომელსაც ესწრება პრემიერ-მინისტრი. ის ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს წარუდგენს პოზიციას მთავრობის საბიუჯეტო მოლოდინებთან დაკავშირებით’’, - განაცხადა კოღუაშვილმა შეხევდრის დაწყებამდე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


