პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ შემოხაზვით მიხეილ სააკაშვილის დაბრუნდების შანსს ზრდით - ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააფრთხილა ამომრჩეველი, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიშის მიუხედავად ხმა არ მისცენ „ქართულ ოცნებას“. ბურჯანაძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებით სააკაშვილის დაბრუნების შანსები მხოლოდ გაიზრდება.
„თუ კიდევ ამ პროვოკაციას წამოეგება საქართველოს მოსახლეობა, რომ ოღონდ მიშა არ მობრუნდეს და „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, თითოეული ეს ადამიანი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ ნიშნით შემოხაზავს, უზრუნველყოფს სააკაშვილის ჩამოსვლისთვის კიდევ ერთი აგურის დადებას. იმიტომ რომ, როგორი უუნარო და უსუსური იყო გუშინ საზღვარზე უკრაინის ხელისუფლება, იმაზე უარესად უსუსურია დღევანდელი ქართული მთავრობა. და ის ადამიანები, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში, ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმისათვის, რომ სააკაშვილის გეგმებს ხელი შეუშალონ“, -თქვა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის უკან დგას ძალიან დიდი ძალა და უკრაინაში მისი დაბრუნება დიდი პროექტის ნაწილია, რომელშიც, შესაძლოა, საქართველოც იყოს ჩართული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


