პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრის გამო რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა - ნათია მანია
სადახლოს მეორე სკოლის პედაგოგის, ნათია მანიას ინფორმაციით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ სადახლოს 1-ლი,მე-2, თაზაკენდისა და მოლაოღლის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები მოიწვია, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამის შესახებ მანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რასაც ფოტო- და ვიდეომასალაც დაურთო.
მისივე ნაამბობით, კონცერტზე შეკრებულებს მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. მანიამ დაწერა, რომ სასწავლო პროცესის დროს სკოლის წარმომადგენლების მოწვევისა და დასწრების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურცენტრითურთ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. მან აღნიშნა, რომ შეხვედრას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.
„დღეს, 4 ოქტომბერს, 11:00-ზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო შეხვედრაზე მოიწვია სადახლოს 1-ლი, სადახლოს მე-2, თაზაკენდისა და მოლაოღლის საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები.
ჩვენი სკოლის მე-12, მე-11, მე-10 კლასების მოსწავლეებსა და მე-9 კლასელების ნაწილს მესამე გაკვეთილის მერე მეცადინეობა აღარ ჩატარებიათ.
სადახლოს კლუბში არათუ დასაჯდომი, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არსად იყო. უხუცესები, მასწავლებლები და გოგონები ისხდნენ. პარტიული აქტივისტები, სოფლის ბიჭები, ჭაბუკები და უმუშევარი შუახნის მამაკაცები ფეხზე იდგნენ.
შეხვედრა კონცერტით გაიხსნა. სცენაზე გამოდიოდნენ ადგილობრივი შემსრულებლები და დინამიკებიდან გაურკვეველი მიმდინარეობის სიმღერების გამაყრუებელი ხმა ისმოდა. მომღერლების უკან 41-ნომრიან ლურჯ ხალათებში ჩაცმული ათიოდე წლის ბავშვები ხუთჯვრიან და მუქ ლურჯ დროშებს აფრიალებდნენ.
ენერგიული წამყვანი შეძახილებით ცდილობდა მაყურებელთა აჟიტირებას.
ცოტა ხნის შემდეგ კედელთან მდგარი ხალხი შეავიწროვეს და დერეფანი გააკეთებინეს, რათა მარნეულელი დეპუტატები, გამგეობის წევრები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სცენაზე ასულიყვნენ. გამაყრუებელი სიმღერის ფონზე და თითქმის ერთსულოვანი ტაშის გრიალში „ქართული ოცნების“ დელეგაცია სცენაზე აბრძანდა. მალე მათ გვერდი დაუმშვენეს ადგილობრივმა დირექტორებმაც: 1-ლი სკოლისამ -მარჯვნიდან, ხოლო მე-2 სკოლისამ -მარცხნიდან.
დეპუტატებმა და გამგეობის წარმომადგენელმა დიდი მადლობა გადაუხადეს დამსწრეებს დარბაზის გავსებისა და მხარდაჭერისთვის. მათ აქეს ადგილობრივი, ანუ სადახლოსა და მარნეულის კანდიდატები, ხაზი გაუსვეს რა პირველის ახალგაზრდულ შემართებასა და მეორის გამოცდილებას. „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრმა წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სადახლოელები აუცილებლად გააკეთებენ სწორ არჩევანს, ანუ შემოხაზავენ 41-ს, რაც, მათი მტკიცებით, აუცილებლად იქნება პოზიტიური ცვლილებების საწინდარი მარნეულში.
ერთმანეთზე უგრძესი სიტყვები წარმოთქვეს სადახლოს 1-ლი და მე-2 სკოლის დირექტორებმა. მათ მოუწოდეს დამსწრე საზოგადოებას "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ და არ დაუშურებიათ ქება მათი წარმომადგენლების მისამართით. "ქართული ოცნების" ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანებისგან, რომლებიც სულ რაღაც 5 წლის წინ, 2012 წელს, ასევე გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს ნაციონალურ პარტიას. მაგრამ დროება შეიცვალა. დირექტორებმა დაინახეს და აღიარეს აბსოლუტური ჭეშმარიტება გზისა, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“.
მას შემდეგ, რაც სცენა დატოვა პარტიულმა დელეგაციამ, დარბაზმა ნელ-ნელა დაცლა დაიწყო. თუმცა არასრულწლოვანი ბიჭები და სრულწლოვანი ჭაბუკები დარჩნენ ელასტიკებში, კაბა-ჯემპრსა და თეთრი ხელოვნური ბეწვის მოკლე მოსაცმელში ჩაცმული საკმაოდ სექსუალური მოცეკვავე გოგონას საცქერლად, რომელმაც ჯერ მარტო, ხოლო შემდეგ დუეტში იმღერა.
ღონისძიებას იღებდა ორი ვიდეოკამერა.
სასკოლო მეცადინეობის დროს გამართულ ღონისძიებაზე სკოლის წარმომადგენლების მოწვევისა და დასწრების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურცენტრითურთ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია.
სამაგიეროდ, ინფორმაციას ამის შესახებ სრულად უნდა ფლობდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, რადგან შეხვედრას ამ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ესწრებოდა“, -დაწერა მანიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


