უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ნოემბერი, 2018 17:13
font-size

„ქართული ოცნების“ ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს - ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიას განცხადებით, ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს.

მელიას ინფორმაციით, ბურდილაძე "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დაჭრეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა „ქართული ოცნების" ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და „ქართული ოცნების“ ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს ონში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის, ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს.

ამის შემდეგ , რაც ნოდარ ბურდილაძე - ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უმძიმესად დაჭრეს და პრაქტიკულად გაიმეტეს სიკვდილისთვის, ვერ მოხერხდა დროზე საპატრულო პოლიციის გამოცხადება მისამართზე, ნოდარ ბურდილაძე იძულებული გახდა, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულიყო ონის საავადმყოფოს მიმართულებით, რა დროსაც მან გონი დაკარგა და მაოხდინა ავტოსაგზაო შემთხვევა და შეეჯახა ე.წ. ბეტონის ჯებირს. დაახლოებით 10 წუთში, მას შემდეგ, რაც იგი მოვიდა გონს, მან რაღაცნაირად მოახერხა და საკუთარი ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში, ხალხო.

და რა გაკეთდა და რა მოხდა ონის საავადმყოფოში? ეს ყველაფერი ხდება 12 საათზე. ონის საავადმყოფოში ის გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული, პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი „ქართული ოცნების" ონის მერთან, ემზარ კაპანაძესთან, რომელიც გახლავთ ქალაქ ონში იგივე პერსონა, რაც არის ენზელ მკოიანი ახალქალაქში. ის გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამა. მასთან მოლაპარაკებისას , როგორც ჩანს, მათ დასჭირდათ დაახლოებით 4 საათი და 4 საათის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობასი მყოფ, დაჭრილ ადამიანს არ აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დამხარება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მას ვერ გაატარებდნენ იმდაგვარ პაციენტად, რომ თითქოს ის მოხვდა ავარიაში, გამოიძახეს რეანომობილი და გადაიყვანეს თერჯოლის საავადმყოფოში. ეს ყველაფერი ხდება დილის 6 საათზე“, - განაცხადა მელიამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი