პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად მათი მათხოვნები არ დაკმაყოფილდა.
შეკრებილები ითხოვენ, რომ მთავრობამ ბანკებთან უშუმდგომლოს, მოხდეს აღებული სესხების გადანაწილება და ალეტრნატიული ფართების გამოყოფა, სადაც მოვაჭრეები საქმიანობას გააგრძელებენ. ასევე აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაისაჯონ ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირები.
შეკრებილთა ნაწილის აზრით, აღნიშნული საქმე პირადად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეისწავლოს.
პარალელურად უმრავლესობის ოფისთან აქციას მართავენ შვილმკვდარი მშობლებიც, რომლებიც თავიანთ საქმეებზე დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


