პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ნაწილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება
დღეს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეკრებას მართავს. როგორც მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება საარჩევნო სისტემა, კერძოდ, მაჟორიტარული წესით არჩევის გაუქმება.
დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, სწორედ პროპორციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას.
„საუბარი იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, მოკლებულია ყველანაირ საამართლებრივ ნორმას და ჩვენს რეალობაში პროპორციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს მდგრად სტაბილურ უმრავლესობას. თუ არ იქნება სტაბილურობა, ეს ქვეყანას დააზარალებს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა შეკრების დაწყების წინ.
მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, საარჩევნო სისტემა სრულად უნდა გადავიდეს მაჟორიტარიულ მოდელზე.
„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შიდაპარტიული კონსულტაციების დასრულების შემდეგ დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო მოსმენების ეტაპზე კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ცვლილებები შევიდეს.
„წინ გვაქვს საჯარო განხილვების ეტაპი, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს კონსტიტუციის ახალ პროექტს. ასევე წინ გვაქვს მთელი რიგი პროცედურები სამი მოსმენის სახით პარლამენტში, რომლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი პროექტის კენჭისყრა. ასე რომ, საჯარო განხილვის შემდეგ სესიების მოსმენის ეტაპზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, დეპუტატებმა გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. შესაძლებელია, რომ ცვლილებები, რომლებიც იქნება შემოთავაზებული საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში, იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


