უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მარტი, 2025 15:57
font-size

„ქართული ოცნების“ მზარდი კონტროლი: ჩინური სათვალთვალო კამერები აქციებზე

„სამოქალაქო იდეა“ აქვეყნებს ახალ ანგარიშს, რომელშიც გაანალიზებულია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის შენობასთან და სხვა ლოკაციებზე ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენების მზარდი ტენდენცია. ბოლო თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და „112“-მა გაზარდეს ჩინური ვიდეოსათვალთვალო კამერების რაოდენობა, რაც ნათლად მეტყველებს ქვეყანაში მიმდინარე აქციების მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებულ მცდელობებზე.

2025 წლის იანვარ-თებერვალში „112“-მა ჩინური კამერების შესყიდვაზე თითქმის 500 000 ლარი დახარჯა. აღნიშნული კამერები, რომლებიც წარმოებულია ჩინური კომპანია Dahua-ს მიერ, საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

„სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება, განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმებისგან მომდინარე მუქარის ფონზე, კიდევ უფრო ზრდის კითხვებს მათ შესახებ, თუ როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება და ვინ აკონტროლებს ამ მონაცემებს. ეს ტენდენცია შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩინური სათვალთვალო სისტემები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ასევე, შესაძლოა გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებისთვის.

გარდა ამისა, დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე აღიარეს ასეთი კამერების გამოყენების პოტენციური რისკები და აკრძალეს მათი მოხმარება. Dahua შავ სიაშია შეყვანილი, რაც მოწმობს მის მიერ წარმოებული სათვალთავლო კამერების გამოყენების საფრთხეებს.

იხილეთ, „სამოქალაქო იდეას“ ანგარიში სრულად აქ: https://shorturl.at/cP4TJ

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი