პოლიტიკა
“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს - ჯო უილსონი
“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ გააჩნია და მან „საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად“ აქცია.
უილსონმა ჰელსინკის კომისიაში მიმდინარე განხილვის თაობაზე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მჭიდროდ მუშაობს „ომის დამნაშავე პუტინთან“.
მისი თქმით, დღევანდელ მოსმენაზე განიხილავენ, რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს აღნიშნული ამერიკული უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის. ასევე განიხილავენ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს.
“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, სუვერენიტეტს ართმევს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს… და ეს ძირს უთხრის აშშ-ის მხრიდან კეთილსინდისიერ მხარდაჭერას, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დიდი ინვესტიცია გააკეთა, რათა საქართველოს დახმარებოდა თავისუფალი, აყვავებული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში.
რასაც დღეს ვხედავთ, არის ამ პროგრესის ჩამოშლა კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. “ქართული ოცნება” ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. მისი მმართველობა ერთპარტიულია. მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. და ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში.
ეს ღალატი აქ არ ჩერდება. “ქართულმა ოცნებამ” ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა და საქართველოს მომავალი რეჟიმს დაუკავშირა, რომელიც ღიად ემზადება ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის. ამავდროულად, ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.
ცხადად ვთქვათ, “ქართული ოცნება” არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. კვლავ და კვლავ ქართველი ხალხი მასიურ დემონსტრაციებს მართავს და მათ დემოკრატია, სუვერენიტეტი და დასავლეთთან ერთად მშვიდობისა და კეთილდღეობის მომავლისკენ დაბრუნება სურთ.
მაგრამ დღეს მათი მისწრაფებები ოლიგარქებისა და ავტოკრატების მცირე ჯგუფის მიერ იმსხვრევა, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე. და ასევე დროს ატარებენ თეირანში დიქტატურულ რეჟიმთან.
ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს,” - განაცხადა უილსონმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


